არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, საპატიმროებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების ფარგლებში დაკავებული გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელიაც დატოვებენ
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების საფუძველზე საპატიმროებს აქციებზე დაკავებული გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია და გიორგი ოკმელაშვილიც დატოვებენ.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პირთა შორის, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელიაც არიან.
გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ანრი კვარაცხელიას კი 4.6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. კერძოდ კი, გდდ-ს თანამშრომლისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას.
პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს ასევე, გიორგი ოკმელაშვილიც. ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…