პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დიმიტრი მედვედევი - უკრაინამ და ნატო-მ შექმნეს ისეთი ვითარება, როდესაც რუსეთი ბირთვული დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს

ნატო

დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინამ და ნატოს წევრებმა შექმნეს ვითარება, როდესაც რუსეთი ბირთვული დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს.

დიმიტრი მედვედევი - უკრაინამ და ნატო-მ შექმნეს ისეთი ვითარება, როდესაც რუსეთი ბირთვული დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს
ინტერპრესნიუსი

უკრაინამ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა და ალიანსის მიღმა მყოფმა რამდენიმე დასავლურმა სახელმწიფომ უკვე შექმნეს ისეთი ვითარება, როდესაც რუსეთი ბირთვული დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს. თუმცა, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მოსკოვი ყოვლისმომცველად აფასებს, იქნება თუ არა საპასუხო ქმედება მიყენებული ზიანის პროპორციული, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სტატიაში -„სახელმწიფო სუვერენიტეტი და ბირთვული იარაღი: ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო-სამართლებრივი ასპექტები“ - წერს.

„ფორმალურად, რიგ შემთხვევებში, მხარეებმა, რომლებიც კოლექტიურად გვიპირისპირდებიან (უკრაინა, ნატო-ს წევრი ქვეყნები და ალიანსის მიღმა მყოფი რამდენიმე დასავლური სახელმწიფო), უკვე შექმნეს ისეთი ვითარება, როდესაც რუსეთი ბირთვული დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს“, - აცხადებს მედვედევი.

მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას რუსეთის პრეზიდენტი „ყოველთვის ხელმძღვანელობს ყველა ფაქტორის ყოვლისმომცველი ანალიზით, აგრეთვე - მიყენებულ რეალურ ზიანსა და საპასუხო ზომებს შორის პროპორციულობით“.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედვედევი: ყველაზე საშინელება, რაც სომხეთს შეიძლება დაემართოს, ახალ უკრაინად გადაქცევააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები