პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრეზიდენტის მიერ გიორგობაზე შეწყალებულები საპატიმროებს ტოვებენ. მათ შორის არიან 2024 წლის აქციებზე დაკავებულებიც

პრეზიდენტმა გიორგობასთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა, მათ შორის არიან 2024 წლის გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებიც.

პრეზიდენტის მიერ გიორგობაზე შეწყალებულები საპატიმროებს ტოვებენ. მათ შორის არიან 2024 წლის აქციებზე დაკავებულებიც
იმედინიუსი

პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 ადამიანი შეიწყალა. საპატიმროს 216 პატიმარი ტოვებს. შეწყალება შეეხო არასაპატიმრო სასჯელის მქონე 16 პირსაც.

რამდენიმე წუთის წინ შეწყალებული პატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო.

შეწყალებულებს შორის არიან 2024 წელს, გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული პირებიც, რომლებიც დღეს საპატიმროებს დატოვებენ. მათ შორის არიან თემურ ზასოხაშვილი, ანზორ კვარაცხელია, დავით ლომიძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი მინდაძე, ირაკლი მეღვინეთუხუცესი, გიორგი ოკმელაშვილი და ირაკლი სიორდია.

მათი ოჯახის წევრები დილიდან საპატიმროებთან იმყოფებიან, რადგან აქციაზე დაკავებულებმა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

საპატიმროებიდან გათავისუფლებულების თქმით, მათთვის მოულოდნელი და ემოციური იყო მომენტი, როდესაც გათავისუფლების შესახებ შეატყობინეს.

„კიდევ წელიწად-ნახევარი მქონდა დარჩენილი, ჰოდა, შემოვიდა ბადრაგი, მაგას ვენაცვალე, და მეუბნება - თავისუფალი ხარ, მახოო. ვერ ვიჯერებდი. შეწყალებაზე მქონდა გაგზავნილი, დალოცოს ღმერთმა“, - განაცხადა ერთ-ერთმა შეწყალებულმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 6ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 პირი შეიწყალა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 ადამიანი შეიწყალა
  3. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა
  5. ფორმულაოპოზიციურიადმინისტრაცია: ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული შეიწყალა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმიხეილ ყაველაშვილმა 232 ადამიანი შეიწყალა
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურიმიხეილ ყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა
  8. BM.GEოპოზიციურიგიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალეს – მათგან 216 პატიმარია
  9. ალიაოპოზიციურიმიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა
  10. TV პირველიოპოზიციურიყაველაშვილმა 232 პირი შეიწყალა
  11. რუსთავი 2სამთავრობომისასალმებელია პრეზიდენტის მიერ ადამიანების შეწყალება - დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გავრცელებული ინფორმაციით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის, სავარაუდოდ, არიან გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები