პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ენდი ბერნემს მოუწოდებს, ბრექსიტის საკითხს აღარ დაუბრუნდეს და არსებული პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს - მედია

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტერეზა მეი ენდი ბერნემს მოუწოდებს, ბრექსიტის საკითხს აღარ დაუბრუნდეს და ამტკიცებს, რომ ის ამომრჩევლებს ზემოდან უყურებს.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ენდი ბერნემს მოუწოდებს, ბრექსიტის საკითხს აღარ დაუბრუნდეს და არსებული პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს - მედია
რუსთავი 2

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ენდი ბერნემს მოუწოდა, რომ ბრექსიტის საკითხს შეეშვას და წინ წავიდეს. BBC-სთან საუბრისას მან გაკვირვება და აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი შესაძლოა ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანების შესაძლებლობას განიხილავდეს.

ტერეზა მეიმ, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს სამი წლის განმავლობაში აწარმოებდა, განაცხადა: "ბრექსიტი დასრულებულია. უბრალოდ, მიიღეთ ეს ფაქტი და წინ იარეთ".

მეის მტკიცებით, ენდი ბერნემი ამომრჩევლებს ზემოდან უყურებს, როცა მათ დაახლოებით ასეთ რამეს ეუბნება: "გახსოვთ ის რეფერენდუმი? მაშინ შეცდომა დაუშვით, არა? ამიტომ კიდევ ერთხელ სცადეთ და ამჯერად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ".

ტერეზა მეიმ, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2016-2019 წლებში იკავებდა, ბერნემს მოუწოდა, ყურადღება დღევანდელ გამოწვევებზე გადაიტანოს და მათ მოგვარებას შეუდგეს, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დისკუსია ხელახლა წამოჭრას.

ცნობისთვის, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ სურს, "იდეების ერთობლივი განხილვის" გზით შეისწავლოს ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სამომავლო ურთიერთობების შესაძლო ვარიანტები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters: დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ურთიერთობების გადატვირთვაზე შეთანხმდნენ - მხარეები სურსათით ვაჭრობასა და ახალგაზრდების მობილობას ამარტივებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები