პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გიგა ფარულავა – საქართველოში სუროგაციის მიმართულებით საკითხი პრობლემურია, ვნახავთ, რა ცვლილებები შემოვა პარლამენტში და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ

გახარია საქართველოსთვისსაქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

გიგა ფარულავას განცხადებით, საქართველოში სუროგაცია უმწვავესი პრობლემაა, თუმცა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც პარლამენტში კონკრეტულ კანონპროექტს იხილავს.

გიგა ფარულავა – საქართველოში სუროგაციის მიმართულებით საკითხი პრობლემურია, ვნახავთ, რა ცვლილებები შემოვა პარლამენტში და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ
პირველი არხი

სამწუხაროდ, საქართველოში სუროგაციის მიმართულებით საკითხი პრობლემურია, ვნახავთ, რა ცვლილებები შემოვა პარლამენტში და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას თქმით, „შეუძლებელია იმაზე მსჯელობა, რასაც „ოცნება“ ზეპირსიტყვიერად ამბობს“.

„ერთია, „ოცნება“ ზეპირსიტყვიერად რას ამბობს, მაგრამ მეორეა, კანონში რას ჩაწერს. უნდა ვნახოთ, რა ცვლილებები შემოვა პარლამენტში. მას შემდეგ, რაც კანონპროექტს ვნახავთ, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ფაქტია, რომ საქართველოში ეს პრობლემა მწვავედ დგას. დღეს, რა სახითაც არსებობს ეს სფერო, უმწვავესი პრობლემაა. რას გეგმავს „ოცნება“, ეს კანონპროექტში უნდა ვნახო. შეუძლებელია იმაზე მსჯელობა, რაც ზეპირსიტყვიერად თქვეს. ეს საკითხი რთული და პრობლემურია იქიდან გამომდინარე, რა ფორმებიც მიიღო საქართველოში“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსუროგაციის საკითხი ძალიან სენსიტიურია - ვნახავთ, რა ცვლილებებით შემოვლენ პარლამენტში და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, დღეს ეს პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას - გიგა ფარულავა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ოცნება”: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები