პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად მისული მოქალაქეები ტაძარში არ შეუშვეს

საპატრიარქო

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად მისული მოქალაქეები ტაძარში არ შეუშვეს. კახში მცხოვრები ქართველების თქმით, მათ უთხრეს, რომ სალოცავი დაკეტილია.

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად მისული მოქალაქეები ტაძარში არ შეუშვეს
TV პირველი

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად მისული მოქალაქეები ტაძარში არ შეუშვეს - ინფორმაციას და კადრებს "პირველებს" ადგილიდან აწვდიან.

კახში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ ისინი ამ ტაძარში ყოველ წელს იკრიბებიან, წელს კი უთხრეს, რომ სალცავი დაკატილია.

კადრებში ჩანს, რომ მომლოცველები სანთლებით ხელში ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე გააჩერეს. მომხდარზე საქართველოს საპატრიარქოს ჯერ განმარტებები არ გაუკეთებია.

ეკლესიის დაკეტვას უძღოდა საპატრიარქოსთან შეუთანხმებელი სარეაბლიტაციო სამუშაოები რასაც საქართველოს ეკლესიაში პროტესტი მოჰყვა.

საპატრიარქომ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების გამო და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, ის საქართველოსა და ქართული ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია.

საპატრიარქოს შეფასებით, ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები კითხვებს აჩენს როგორც მათი მიზნების, ისე რეაბილიტაციის პროცესის შესახებ.

მაშინ აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს საპატრიარქოს საპასუხოდ განაცხადა, რომ მიუღებელია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილია.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარესწაიკითხე

უახლესი ამბები