პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

როგორია ფონიჭალაში დაშავებული ბავშვების მდგომარეობა

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 და 11 წლის ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, ექიმის ცნობით, განმეორებითი კვლევების შემდეგ მათი გაწერის საკითხი გადაწყდება.

როგორია ფონიჭალაში დაშავებული ბავშვების მდგომარეობა
ალია

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნაწილის ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას და აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, იგეგმება განმეორებითი კვლევები, რის შემდეგადაც გადაწყდება პაციენტების კლინიკიდან გაწერის საკითხი.

“ორი პაციენტი ამჟამად კლინიკაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია. დღეს, დაგეგმილია განმეორებითი კვლევები რის შემდგომაც გადაწყდება მათი ბინაზე გაწერის საკითხი”, – განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახაბერ ჭელიძე აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებზე: დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდგომაც გადაწყდება ბინაზე გაწერის საკითხი
  2. პირველი არხისამთავრობოინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კვლევების შემდეგ გადაწყდება ბინაზე გაწერის საკითხი
  3. TV პირველიოპოზიციურიფონიჭალაში აფეთქებას გადარჩენილ ბავშვებს კლინიკიდან დღეს გაწერენ - 31 წლის კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში, აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაიას და 11 წლის ბიჭის გაწერის საკითხი დღეს დაგეგმილი კვლევების შედეგად გადაწყდება - ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობას გაწერის შემდეგაც გააგრძელებენ
  5. იმედინიუსისამთავრობოინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორი ფონიჭალის ტრაგედიის დროს დაშავებულებზე: ორივე პაციენტი ამჟამად კლინიკაში იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"3 წლის გოგონა იმყოფება პედიატრიულ განყოფილებაში" - როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები