პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კახაბერ ჭელიძე აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებზე: დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდგომაც გადაწყდება ბინაზე გაწერის საკითხი

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 და 11 წლის ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია; ინგოროყვას კლინიკის დირექტორის, კახაბერ ჭელიძის თქმით, მათი გაწერის საკითხი განმეორებითი კვლევების შემდეგ გადაწყდება.

კახაბერ ჭელიძე აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებზე: დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდგომაც გადაწყდება ბინაზე გაწერის საკითხი
რუსთავი 2

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნაწილის ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას და აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, იგეგმება განმეორებითი კვლევები, რის შემდეგადაც გადაწყდება პაციენტების კლინიკიდან გაწერის საკითხი.

"ორი პაციენტი ამჟამად კლინიკაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია. დღეს, დაგეგმილია განმეორებითი კვლევები რის შემდგომაც გადაწყდება მათი ბინაზე გაწერის საკითხი", - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
როგორია ფონიჭალაში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული ბავშვების მდგომარეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები