პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი მართვის სუნთქვაზე რჩება

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი, რომელსაც სხეულის 87%-ის დამწვრობა აღენიშნება, კვლავ მძიმე მდგომარეობაში და მართვით სუნთქვაზე რჩება, აცხადებს ექიმი გუგა ქაშიბაძე.

გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი მართვის სუნთქვაზე რჩება
ინტერპრესნიუსი

ახალგაზრდა კაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დილის მონაცემებით პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„დღეს დილისთვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და უცვლელად რჩება, კვლავ იმყოფება მართვით სუნთქვაზე დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, სტაბილურობას ვინარჩუნებთ“, - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის მამაკაცს, სხვა დაზიანებებთან ერთად, სხეულის 87 %-ის დამწვრობა აღენიშნება.

ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირი აფეთქდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. ალიაოპოზიციურიროგორია 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა
  2. იმედინიუსისამთავრობოფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან
  3. რუსთავი 2სამთავრობოკორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია - დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კვლავ კრიტიკულია მამაკაცის ჯანმრთელობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა
  4. ალიაოპოზიციურიახალგაზრდა კაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება – რას ამბობს გუგა ქაშიბაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში, აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაიას და 11 წლის ბიჭის გაწერის საკითხი დღეს დაგეგმილი კვლევების შედეგად გადაწყდება - ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობას გაწერის შემდეგაც გააგრძელებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები