ზელენსკიმ ლიბიაში რუსულ გემზე იერიში დაადასტურა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა დრონებმა ლიბიის სანაპიროსთან რუსეთის სამხედრო ფლოტის კორვეტ „მერკურიზე“ იერიში მიიტანეს. მისი თქმით, ოპერაციისთვის 7 საზღვაო დრონი გამოიყენეს და გემთან ერთად განადგურდა კა-27 ტიპის ვერტმფრენიც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ლიბიის სანაპიროსთან რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კორვეტ „მერკურიზე“ იერიში მიიტანეს.
ზელენსკის თქმით, კორვეტის ჩასაძირად სამხედროებმა უკრაინული წარმოების შვიდი საზღვაო დრონი გამოიყენეს. მან აღნიშნა, რომ ეს არის „ერთ-ერთი უახლესი გემი“, რომელიც შეიარაღებაში უკვე სრულმასშტაბიანი ომის დროს, 2023 წელს მიიღეს. ზელენსკის მტკიცებით, კორვეტთან ერთად განადგურდა საბრძოლო ვერტმფრენი კა-27-იც.
უკრაინული დრონების კიდევ ერთი სამიზნე გახდა რუსული მშრალტვირთმზიდი „ანგარა“, რომელიც იარაღის გადასაზიდად გამოიყენებოდა, განაცხადა ზელენსკიმ.
ბენღაზის პორტში მდგარ რუსულ კორვეტზე იერიში 22 ნოემბრის ღამეს მიიტანეს. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, მას დასავლეთ ლიბიაში მდებარე, უკრაინული ძალების მიერ კონტროლირებადი ბაზიდან გაშვებული დრონები დაესხნენ თავს. „ალ-ჯაზირამ“ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად რუსები და ლიბიელები დაიღუპნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაზელენსკიმ ლიბიის სანაპიროსთან უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერაცია დაადასტურა: ჩაძირულია რუსული კორვეტი „მერკური“, დაზიანებულია სატვირთო გემი
უკრაინამ დაადასტურა ლიბიაში რუსულ გემებზე დარტყმა
უკრაინის სპეცსამსახურმა ლიბიის სანაპიროსთან რუსულ გემებზე მიტანილი იერიში დაადასტურა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა დრონებმა ლიბიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდი „მერკური“ ჩაძირეს და რუსულ სატვირთო გემს დაარტყეს
უკრაინულმა დრონებმა რუსული სამხედრო გემი „მერკური“ ლიბიის წყლებში ჩაძირეს – ზელენსკი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…