ლიბიის პორტში აფეთქების შედეგად რუსული სამხედრო ხომალდი „მერკური“ ჩაიძირა – მედია
ლიბიის ქალაქ ბენღაზის პორტში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კორვეტი „მერკური“ ჩაიძირა, დაშავდა 10 ადამიანი.

ლიბიის ქალაქ ბენღაზის პორტში, 22 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ხომალდზე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კორვეტი „მერკური“ ჩაიძირა.
ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედი ხელისუფლების განცხადებით, წინასწარი გამოძიების თანახმად, ხომალდი შესაძლოა საზღვაო დრონების სამიზნე გამხდარიყო.
Associated Press-ის ინფორმაციით, ლიბიელი სამხედრო მაღალჩინოსნები თავდასხმაში უკრაინულ საზღვაო დრონებზე მიუთითებენ. მათი ცნობით, სულ მცირე ორმა დრონმა ხომალდამდე მიღწევა შეძლო, რის შედეგადაც ბორტზე აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა.
გამოცემა Naval News-ის ცნობით, „მერკური“ ბენღაზის პორტში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა და სამხედრო ტვირთების გადამზიდავ რუსულ გემებს აცილებდა. სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ ხომალდის დიდი ნაწილი წყალშია მოქცეული.
„მერკური“ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა შეიარაღებაში 2023 წელს მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაშავებულია 10 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არავის აუღია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაბენღაზის პორტში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად რუსული კორვეტი „მერკური“ განადგურდა
ლიბიაში უცნობმა დრონებმა რუსულ გემს შეუტიეს — ბენღაზის პორტში ძლიერი აფეთქებები მოხდა
Naval News: ლიბიაში ძლიერი აფეთქების შედეგად რუსული სამხედრო ხომალდი განადგურდა
ლიბიაში ძლიერი აფეთქების შედეგად რუსული სამხედრო ხომალდი განადგურდა
Clash Report: ლიბიაში დრონებმა რუსული კორვეტი გაანადგურეს
ლიბიაში აფეთქების შედეგად განადგურდა რუსეთის სამხედრო ხომალდი
ლიბიაში, ბენღაზის პორტის სიახლოვეს რუსულ გემებზე თავდასხმა განხორციელდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…