ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა დრონებმა ლიბიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდი „მერკური“ ჩაძირეს და რუსულ სატვირთო გემს დაარტყეს
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა დრონებმა ლიბიის სანაპიროსთან რუსული კორვეტი „მერკური“ ჩაძირეს და სატვირთო გემ ANGARA-ს დაარტყეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის საზღვაო ძალების დრონებმა ლიბიის ბენღაზის პორტთან ახლოს რუსული კორვეტი „მერკური“ ჩაძირეს, რომლის ბორტზეც Ka-27 ტიპის ვერტმფრენი იმყოფებოდა, და ასევე დაარტყეს სატვირთო გემ MV ANGARA-ს, რომელსაც რუსულ იარაღი გადაჰქონდა.
„ეს ყველაფერი ლიბიის სანაპიროსთან მოხდა. ჩვენმა მეომრებმა უკრაინული წარმოების შვიდი საზღვაო დრონი გამოიყენეს. მიუხედავად მტრის ყველა მცდელობისა, მოეგერიებინა თავდასხმა, რუსული კორვეტი „მერკური“ ჩაიძირა. ეს მათი ერთ-ერთი უახლესი ხომალდია, რომელიც ექსპლუატაციაში 2023 წელს, სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში შევიდა. კორვეტთან ერთად განადგურდა საბრძოლო ვერტმფრენი Ka-27-იც. ჩვენი მეორე სამიზნე იყო რუსული სატვირთო გემი ANGARA, რომელსაც მტერი იარაღის გადასაზიდად იყენებდა. შედეგი: სამიზნეზე დარტყმა განხორციელდა. ვაგრძელებთ ოპერაციებს წინასწარ განსაზღვრულ საზღვაო აკვატორიებში. რუსეთის აგრესიას პასუხს ვცემთ. ვავითარებთ უკრაინულ შეიარაღებას. დიდება უკრაინას!” - წერს ზელენსკი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაზელენსკიმ ლიბიის სანაპიროსთან უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერაცია დაადასტურა: ჩაძირულია რუსული კორვეტი „მერკური“, დაზიანებულია სატვირთო გემი
ზელენსკიმ ლიბიაში რუსულ გემზე იერიში დაადასტურა
უკრაინამ დაადასტურა ლიბიაში რუსულ გემებზე დარტყმა
უკრაინის სპეცსამსახურმა ლიბიის სანაპიროსთან რუსულ გემებზე მიტანილი იერიში დაადასტურა
უკრაინულმა დრონებმა რუსული სამხედრო გემი „მერკური“ ლიბიის წყლებში ჩაძირეს – ზელენსკი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…