უკრაინამ დაადასტურა ლიბიაში რუსულ გემებზე დარტყმა
უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლიბიის ქალაქ ბენღაზის რაიონში რუსეთის სამხედრო კორვეტ „მერკურსა“ და სატვირთო გემ MV ANGARA-ზე შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლიბიის საპორტო ქალაქ ბენღაზის რაიონში რუსეთის სამხედრო და სატვირთო გემებზე შეტევა მისი სპეცოპერაცია იყო.
ბენღაზის პორტის რაიონში აფეთქებების შესახებ 22 ნოემბერს დაწერეს ლიბიის მედიასაშუალებებმა.
იმავე დღეს ლიბიის არმიამ განაცხადა, რომ უეკიპაჟო კატერებით შეტევა იყო სატვირთო გემზე.
უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი რუსული ტელეგრამ-არხების თანახმად, ბენღაზის რაიონში შეტევა უკრაინამ განახორციელა უეკიპაჟო კატერებით Magura.
ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის წყაროთა ცნობითაც, ეს უკრაინის შეტევა იყო.
რა განაცხადა უკრაინამ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 23 ნოემბერს გამოაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა ჩაატარეს „უნიკალური სპეცოპერაცია“ და ბენღაზის პორტის მახლობლად დაარტყეს დასანქცირებულ სატვირთო გემს MV ANGARA, რომელსაც რუსეთი სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის იყენებდა და რუსულ საბრძოლო გემს, კორვეტ „მერკურს“, რომელიც MV ANGARA-ს იცავდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ოპერაციისთვის გამოყენებული იყო უკრაინული წარმოების 7 უეკიპაჟო კატერი, რომლებმაც მიზანს მიაღწიეს მოწინააღმდეგის მიერ მათი განადგურების მცდელობის მიუხედავად. უკრაინის მონაცემებით, კორვეტი „მერკური“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში იყო, ჩაძირულია გემის ბორტზე მყოფი ვერტმფრენი კა-27-იც.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ისევ აჩვენეს, რომ რუსეთის სამხედრო ფლოტს და მის ლოგისტიკას არ აქვთ უსაფრთხო მარშრუტები შავი ზღვიდან შორ მანძილზეც კი.
ზელენსკის მადლობა
უკრაინელ მეომრებს ლიბიის სანაპიროსთან რუსეთის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან ხაზი გაუსვა, რომ „მერკური“ რუსეთის ერთ-ერთი უახლესი გემი იყო და რუსეთის არმიის შეიარაღებას დაემატა 2023 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ლიბიის ნაპირებთან სამხედრო გემის განადგურების შესახებ არაფერი უთქვამს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაზელენსკიმ ლიბიის სანაპიროსთან უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერაცია დაადასტურა: ჩაძირულია რუსული კორვეტი „მერკური“, დაზიანებულია სატვირთო გემი
ზელენსკიმ ლიბიაში რუსულ გემზე იერიში დაადასტურა
უკრაინის სპეცსამსახურმა ლიბიის სანაპიროსთან რუსულ გემებზე მიტანილი იერიში დაადასტურა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა დრონებმა ლიბიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდი „მერკური“ ჩაძირეს და რუსულ სატვირთო გემს დაარტყეს
უკრაინულმა დრონებმა რუსული სამხედრო გემი „მერკური“ ლიბიის წყლებში ჩაძირეს – ზელენსკი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…