პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

უკრაინის სპეცსამსახურმა ლიბიის სანაპიროსთან რუსულ გემებზე მიტანილი იერიში დაადასტურა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ლიბიის სანაპიროსთან რუსულ სამხედრო გემ „მერკურსა“ და სატვირთო ხომალდზე იერიში უკრაინული სპეცოპერაციის შედეგია.

უკრაინის სპეცსამსახურმა ლიბიის სანაპიროსთან რუსულ გემებზე მიტანილი იერიში დაადასტურა
ფორმულა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლიბიის საპორტო ქალაქ ბენღაზის რაიონში რუსეთის სამხედრო და სატვირთო გემებზე განხორციელებული თავდასხმა უკრაინული სპეცოპერაციის შედეგია.

23 ნოემბერს გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, თავდაცვის ძალებმა ჩაატარეს „უნიკალური სპეცოპერაცია“, რომლის ფარგლებშიც ბენღაზის პორტის მახლობლად იერიში მიიტანეს სანქცირებულ სატვირთო გემ MV ANGARA-ზე, რომელსაც რუსეთი სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის იყენებდა და მის დამცველ რუსულ საბრძოლო გემზე, კორვეტ „მერკურზე“.

მათი ინფორმაციით, ოპერაციაში უკრაინული წარმოების 7 უეკიპაჟო კატერი მონაწილეობდა. მიუხედავად მოწინააღმდეგის მხრიდან მათი განადგურების მცდელობისა, კატერებმა სამიზნეებს მიაღწიეს. უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში მყოფ კორვეტ „მერკურთან“ ერთად ჩაძირულია გემის ბორტზე მყოფი ვერტმფრენი „კა-27“-იც.

უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ოპერაციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რუსეთის სამხედრო ფლოტსა და მის ლოგისტიკას უსაფრთხო მარშრუტები შავი ზღვიდან შორ მანძილზეც კი აღარ გააჩნია.

ლიბიის სანაპიროსთან ჩატარებული ოპერაციისთვის უკრაინელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, კორვეტი „მერკური“ რუსეთის ერთ-ერთი უახლესი ხომალდი იყო, რომელიც რუსეთის არმიის შეიარაღებას 2023 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეემატა.

ცნობისთვის, ბენღაზის პორტის რაიონში მომხდარი აფეთქებების შესახებ ლიბიის მედიამ და ქვეყნის არმიამ ინფორმაცია 22 ნოემბერს გაავრცელეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ლიბიის ნაპირებთან სამხედრო გემის განადგურების ფაქტზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 2
  1. Pravda Gerashchenko · Telegramნეიტრალურიზელენსკიმ ლიბიის სანაპიროსთან უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერაცია დაადასტურა: ჩაძირულია რუსული კორვეტი „მერკური“, დაზიანებულია სატვირთო გემი
  2. იმედინიუსისამთავრობოზელენსკიმ ლიბიაში რუსულ გემზე იერიში დაადასტურა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიუკრაინამ დაადასტურა ლიბიაში რუსულ გემებზე დარტყმა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა დრონებმა ლიბიის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდი „მერკური“ ჩაძირეს და რუსულ სატვირთო გემს დაარტყეს
  5. ბათუმელებიოპოზიციურიუკრაინულმა დრონებმა რუსული სამხედრო გემი „მერკური“ ლიბიის წყლებში ჩაძირეს – ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლიბიის პორტში აფეთქების შედეგად რუსული სამხედრო ხომალდი „მერკური“ ჩაიძირა – მედიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები