პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია - დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კვლავ კრიტიკულია მამაკაცის ჯანმრთელობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა

ქართული ოცნება

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობა კვლავ კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზე რჩება. დაზარალებული კორპუსიდან გაყვანილი 28-ვე ოჯახისთვის ბინების შეძენას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ოჯახი გეგმავს.

ტრაგედიის მეხუთე დღე - ფონიჭალაში, უსინათლოთა დასახლებაში მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია.

სასტუმროებშია განთავსებული 143 ადამიანი. 28-ვე ოჯახს საცხოვრებელ ბინებს "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ოჯახი შეუძენს.

რაც შეეხებათ დაშავებულებს, ყველა მათგანი კლინიკებში რჩება - მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კვლავ კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობის სტაბილიზაციას ვახერხებთ. სასუნთქი გზების თერმული დაზიანება და ბაროტრავმა აქვს მიღებული, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია. მდგომარეობა და პროგნოზი, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ალიაოპოზიციურიროგორია 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა
  2. იმედინიუსისამთავრობოფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან
  3. ალიაოპოზიციურიახალგაზრდა კაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება – რას ამბობს გუგა ქაშიბაძე
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი მართვის სუნთქვაზე რჩება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ მამაკაცზე: მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება მართვით სუნთქვაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები