გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ მამაკაცზე: მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე
ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული 31 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე რჩება — გუგა ქაშიბაძის თქმით, მას სხეულის 87%-ის დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება.

ფონიჭალაში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. სტაბილურია მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა, მათ შორის 3 წლის თაია ფხალაძის, რომელიც მაშველებმა, 8-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.
ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მძიმეა 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა. ის მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ მდგომარეობა სტაბილურია და მამაკაცი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა აღენიშნება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა.
"მდგომარეობა არის სტაბილური - კვლავ იმყოფება მართვით სუნთქვაზე დამწვრობისა და რეანიმაციის განყოფილებაში, თუმცა აღინიშნება მთლიანი სხეულის დამწვრობა, თითქმის 87% არის დამწვარი, ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია", - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაგუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულ მამაკაცზე: მისი მდგომარეობა არის უცვლელი, კვლავ დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას მართვით სუნთქვაზე, მიუხედავად სტაბილიზაციისა მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია
გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ მამაკაცზე: დამწვრობასთან ერთად სასუნთქი გზების დაზიანება აქვს, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმედ რჩება, თუმცა სტაბილურ მდგომარეობას ვინარჩუნებთ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…