როგორია 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა; ექიმ გუგა ქაშიბაძის თქმით, მას სხეულის თითქმის 87% აქვს დამწვარი და მართვით სუნთქვაზეა.

ფონიჭალაში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. სტაბილურია მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა, მათ შორის 3 წლის თაია ფხალაძის, რომელიც მაშველებმა, 8-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.
ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მძიმეა 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა. ის მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ მდგომარეობა სტაბილურია და მამაკაცი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა აღენიშნება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა.
“მდგომარეობა არის სტაბილური – კვლავ იმყოფება მართვით სუნთქვაზე დამწვრობისა და რეანიმაციის განყოფილებაში, თუმცა აღინიშნება მთლიანი სხეულის დამწვრობა, თითქმის 87% არის დამწვარი, ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია”, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან
კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია - დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კვლავ კრიტიკულია მამაკაცის ჯანმრთელობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა
ახალგაზრდა კაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება – რას ამბობს გუგა ქაშიბაძე
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი მართვის სუნთქვაზე რჩება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…