დიმერში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა
კიევის ოლქის დიმერის დასახლებაში რუსეთის დარტყმის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი შენობის ნანგრევებში კიდევ 4 ცხედარი იპოვეს, რის შემდეგაც დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

კიევის ოლქის დიმერის დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი შენობის ნანგრევებიდან კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს და დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა, თავდასხმიდან რამდენიმე საათში, ნანგრევებიდან 7 წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს. ნანგრევებიდან 79 წლის ქალი ამოიყვანეს დღეს გამთენიისასაც.
ცნობისთვის, რუსებმა კიევის ოლქის დიმერის დასახლებას გუშინ დაარტყეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობა დაინგრა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…