პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ინა შარენბახი სუროგაციაზე: ეს მხოლოდ ქალებთან დაკავშირებული საკითხი არ არის - ღრმა ეთიკური საკითხია

ინა შარენბახის შეფასებით, სუროგაცია მხოლოდ ქალებთან დაკავშირებული საკითხი არაა, არამედ ღრმა ეთიკური და მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემაა.

ინა შარენბახი სუროგაციაზე: ეს მხოლოდ ქალებთან დაკავშირებული საკითხი არ არის - ღრმა ეთიკური საკითხია
რუსთავი 2

მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, სუროგაცია აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია და მსგავსი მიდგომები ბევრ სახელმწიფოში დიდი ხანია მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ სუროგაცია აკრძალულია: ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, სლოვენიაში, იტალიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, მალტაში, ლიეტუვასა და სლოვაკეთში. იტალიაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება მათაც, ვინც სუროგაციის გზას სხვა ქვეყანაში მიმართავს.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის, ინა შარენბახის შეფასებით, ქალებთან დაკავშირებული ღრმა ეთიკური საკითხის გარდა, ეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემაა.

"90-იანი წლების შუა პერიოდიდან, სუროგაციასთან დაკავშირებით, მკაფიო პოზიცია გვაქვს და მას თანმიმდევრულად ვიცავთ. ეს მხოლოდ ქალებთან დაკავშირებული საკითხი არ არის. ეს ღრმა ეთიკური საკითხია - ის თუ როგორ ვექცევით ადამიანს. სწორედ ამიტომ, ეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემაა", - აცხადებს ინა შარენბახი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"სუროგაცია მნიშვნელოვან ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს შეიცავს, მათ შორის არის ტრეფიკინგი, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა" - დავით მათიკაშვილის სუროგაციის აკრძალვაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები