მსოფლიო · 23 ნოემბერი, 07:43
9 დაღუპული - კიევის ოლქის დაბა დიმერში სამძებრო ოპერაცია გრძელდება
კიევის ოლქის დაბა დიმერში სახლის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, მაშველებმა ნანგრევებიდან 79 წლის გადარჩენილი ქალი ამოიყვანეს.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს კიდევ ოთხი ცხედარი.
ნანგრევებიდან ამოიყვანეს სიკვდილს გადარჩენილი 79 წლის ქალი.
23 ნოემბრის 04:00 საათის(კიევის დრო) მონაცემებით, დიმერში სახლის ნგრევის შედეგად დაღუპულია 9 ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დიმერზე დარტყმის შესახებ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიასამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…