რუსეთის თავდასხმას კიევის ოლქში 11 ადამიანი ემსხვერპლა
კიევის ოლქის დასახლება დიმერში რუსული დრონის საცხოვრებელ კორპუსზე დაჯახების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, შენობის ერთი სადარბაზო კი თითქმის მთლიანად განადგურდა.

კიევის ოლქის დასახლება დიმერში რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც შენობის ერთ-ერთი სადარბაზო თითქმის მთლიანად განადგურდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას მთელი ღამის განმავლობაში აგრძელებდნენ. სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებიდან ცოცხლად გამოიყვანეს 79 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მანამდე მაშველებმა 7 წლის დავითიც გადაარჩინეს. ბავშვმა ჩამონგრეული შენობის კონსტრუქციების ქვეშ თითქმის 14 საათი გაატარა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსს რუსული დრონი „შაჰედი“ მოხვდა. მისი თქმით, განმეორებითი თავდასხმების მუდმივი საფრთხე სამაშველო სამუშაოებს ართულებს.
ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…