გერმანელი კანონმდებელი: გერმანიაში სუროგაცია 30 წელზე მეტია აკრძალულია - ქალის სხეული არ უნდა იქირაონ და ბავშვის შეკვეთა დაუშვებელია
ბუნდესტაგის დეპუტატ ტორბენ ბრაგას განცხადებით, გერმანიაში სუროგაცია 30 წელზე მეტია აკრძალულია, რადგან ქალის სხეულის დაქირავება და ბავშვის შეკვეთა დაუშვებელია.

მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, სუროგაცია აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია და მსგავსი მიდგომები ბევრ სახელმწიფოში დიდი ხანია მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ სუროგაცია აკრძალულია: ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, სლოვენიაში, იტალიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, მალტაში, ლიეტუვასა და სლოვაკეთში. იტალიაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება მათაც, ვინც სუროგაციის გზას სხვა ქვეყანაში მიმართავს.
პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" წევრი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, ტორბენ ბრაგა აღნიშნავს, რომ სუროგაციის აკრძალვის საფუძველი საერთო რწმენის შედეგს ეყრდნობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ქალის სხეული არ უნდა იქირაონ და ბავშვის შეკვეთა დაუშვებელია.
"გერმანიაში სუროგაცია 30 წელზე მეტია აკრძალულია. შესაბამისი გადაწყვეტილება ბუნდესტაგმა 1990 წელს მიიღო. ემბრიონის დაცვის შესახებ კანონი და შვილად აყვანის შუამავლობის შესახებ კანონი დღეს უკვე ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც ექიმისთვის, რომელიც ემბრიონის გადატანას ახორციელებს, ისე შუამავლისთვის, რომელიც სუროგატ დედასა და დამკვეთ მშობლებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამ აკრძალვის საფუძველი, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საერთო რწმენა იყო: ქალის სხეული არ უნდა იქირაონ და ბავშვის შეკვეთა დაუშვებელია", - აცხადებს კანონმდებელი.
BILD-ის პოლიტიკური მიმომხილველის, პოლიტიკის მთავარი რეპორტიორის, ნიკოლაუს ჰარბუშის შეფასებით, საბოლოო გადაწყვეტილება კანონმდებლობაზეა დამოკიდებული და იმედოვნებენ, რომ ამ კუთხით მომავალში რამე შეიცვლება.
"უცხოეთში სუროგაციის ბიზნესი სწრაფად ვითარდება, ხშირად ქალთა დაცვის დაბალი სტანდარტების პირობებში. საბოლოო გადაწყვეტილება კანონმდებელზეა დამოკიდებული, თუმცა არ ვფიქრობ, რომ გერმანიაში უახლოეს მომავალში რამე შეიცვლება", - აცხადებს ნიკოლაუს ჰარბუში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…