დეკანოზი საბა ჭიკაიძე სუროგაციის აკრძალვის ინიციატივაზე: რაც არაბუნებითია, არ არის მისაღები ეკლესიისთვის - სუროგაცია ბუნებითი შვილიერების ყოლის ფორმა არ არის
საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას სუროგაციის აკრძალვის შესახებ სასულიერო პირები მხარს უჭერენ. დეკანოზ საბა ჭიკაიძის განცხადებით, სუროგაცია არაბუნებითი ფორმაა, ეკლესიისთვის მიუღებელია და ხშირად ვაჭრობის ობიექტი ხდება.
ახალი ინიციატივა საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ - საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების მხარდაჭერა აქვს.
მათი განცხადებით, ეკლესია დიდი ხანია საუბრობს აღნიშნულ საკითხზე და მისასალმებელია - საქართველო შეუერთდეს იმ ქვეყნების სიას, სადაც სუროგაცია აკრძალულია. სასულიერო პირები საუბრობენ პრობლემებზე, რომელიც, მათი თქმით, აღნიშნული სიახლის ამოქმედების შემდეგ აღმოიფხვრება.
უკვე ცნობილია, რომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს საქართველოს საპატრიარქოსთან.
დეკანოზი საბა ჭიკაიძე აცხადებს, რომ მისასალმებელია მსგავსი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან. მისი თქმით, რაც არაბუნებითია, ვერ იქნება ეკლესიისთვის მისაღები, ხოლო სუროგაცია შვილიერების ყოლის ერთ-ერთი არაბუნებითი და არაეკლესიური ფორმაა.
"ეკლესია ამაზე დიდი ხანია საუბრობს, რომ ზოგადად, ის რაც არაბუნებითია, არ არის მისაღები ეკლესიისთვის და სუროგაცია არ არის ბუნებითი შვილიერების ყოლის ფორმა. ცოტა ღმერთიც უნდა გავიხსენოთ და ცოტა სარწმუნოებაც უნდა გავიხსენოთ, მითუმეტეს, სამწუხაროდ, ასეთი სუროგაციის შემთხვევები ხშირად ხდება ხოლმე მერე რაღაცა ვაჭრობის ობიექტი. რატომღაც, არავინ იცავს ამ ბავშვების უფლებებს, არავინ ეკითხება მათ, უნდათ თუ არა, რომ ასეთი ფორმით იყვნენ მოვლენილი ამ ქვეყანაზე და მითუმეტეს, რომ ერთსქესიანთა ოჯახებმა გაზარდონ ან, სამწუხაროდ, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შემდეგ უკვე ამ ბავშვებს იყენებენ რაღაცა ორგანოებით ვაჭრობისთვის და ა.შ. მოკლედ, მე ვიცი, რომ არის ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც აკრძალულია სუროგაცია და ძალიან მისასალმებელია და ძალიან ბედნიერი ვიქნები მე პირადად და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, თუკი საქართველოც მიემატება მათ რიცხვს, სადაც აკრძალული იქნება სუროგაციით ბავშვების გაჩენა", - აცხადებს მამა საბა ჭიკაიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიადეკანოზი საბა ჭიკაიძე: ძალიან სწორი ინიციატივაა და მისასალმებელია, რადგან არის რიგი ქვეყნები, სადაც აკრძალულია სუროგაცია და ვფიქრობ სასიხარულო იქნება, თუკი ჩვენს ქვეყანაშიც აიკრძალება
დეკანოზი საბა ჭიკაიძე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებაზე: ეკლესია არ უჭერს მხარს სუროგაციას. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მზრუნველობამოკლებული ბავშვია და თუ ასე ძალიან უნდათ, რომ იზრუნონ შვილზე და ჰყავდეთ შვილი, შეუძლიათ, რომ იშვილონ და გაზარდონ. ეს უკვე ღვთის წინაშე კეთილი საქმე იქნება. შვილად აყვანის ლოცვაც კი არსებობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…