პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებიც სუროგაციას გეგმავდნენ? - კირცხალიას პასუხი

ტვ პირველისაპატრიარქოსაქართველოს პარლამენტი

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სუროგაციის აკრძალვა უკვე ჩართულ პირებს არ შეეხება, ხოლო სამომავლოდ დამგეგმავებს სახელმწიფო გვერდში დაუდგება, თუმცა დეტალები არ განუმარტავს. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს ხანში დაინიცირდება.

რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებიც სუროგაციას გეგმავდნენ? - კირცხალიას პასუხი
BM.GE

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საქართველოში სუროგაციის აკრძალვა არ შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესში უკვე ჩართულები არიან, ხოლო მოქალაქეებს, რომლებსაც სერვისით სარგებლობა სამომავლოდ ჰქონდათ დაგეგმილი, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში. თუმცა, კირცხალიას არ განუმარტავს, რაში გამოიხატება "გვერდში დადგომა".

ამის შესახებ კირცხალიამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც დაინტერესდა, რას ეტყოდა მმართველი გუნდი ადგილობრივ ოჯახებს და ხომ არ შეუწყობდა აკრძალვა ხელს იატაკქვეშა ბიზნესის განვითარებას.

კირცხალიას თქმით, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა მიმდინარე პროცესები ბოლომდე მივა. რაც შეეხება სხვა მოქალაქეებს, უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ მათთვის სფეროს კომერციალიზაციასთან დაკავშირებული რისკები მორალურად და ეთიკურად გადაწონის აკრძალვით გამოწვეულ შეზღუდვას.

„დამერწმუნეთ, იმ ოჯახებისთვისაც, ვისაც შეიძლება ეს დაგეგმილი ჰქონდა და აკრძალვის შემდეგ ვეღარ განახორციელოს ეს ამბავი, მათთვისაც მორალურად და ეთიკურად ბევრად უფრო გადაწონის ის დიდი რისკები, რომლებიც ახლავს სამწუხაროდ ამ თემას, ამ თემის ასეთ კომერციალიზაციას. სახელმწიფო ყოველთვის ჩვენ მოქალაქეებს ყველაფერში გვერდში დაუდგება ყველა მიმართულებით, რაც ჩვენ შეგვეძლება“, - განაცხადა კირცხალიამ.

უმრავლესობის ლიდერი ასევე ეთანხმება მოსაზრებას, რომ ნებისმიერ სფეროში აკრძალვას შესაძლოა არალეგალური და იატაკქვეშა საქმიანობა მოჰყვეს. მისი თქმით, ამის თავიდან ასაცილებლად კანონის მიღებასთან ერთად მისი აღსრულების მექანიზმების გაძლიერება იგეგმება.

„ერთია ძალიან სწორად გაწერილი კანონმდებლობა და კანონი, და მე ვფიქრობ, რომ ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია შემდეგ ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, და ამასაც აუცილებლად გაიგებს საზოგადოება, რომ ეს იყოს მაქსიმალურად გაკონტროლებული, რათა არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს რაღაც არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის მაქსიმალურ პრევენციას გავაკეთებთ“, - აღნიშნა კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, უმრავლესობის სხდომაზე მიიღო. როგორც კირცხალიამ განაცხადა, საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება. ამავდროულად, მისი განმარტებით, ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება არ აიკრძალება, თუმცა მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 7ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიირაკლი კირცხალია: საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კირცხალია - საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ
  3. პირველი არხისამთავრობოსაპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება
  4. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კირცხალია: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ
  5. BM.GEოპოზიციური"ოცნება" სუროგაციის აკრძალვას კიდევ ერთხელ გეგმავს – კირცხალიას თქმით, საპატრიარქოსთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურისაქართველოში სუროგაცია სრულად აიკრძალება – კირცხალია
  7. ალიაოპოზიციური„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ“ – ირაკლი კირცხალია
  8. ბათუმელებიოპოზიციური„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე“- კირცხალია
  9. TV პირველიოპოზიციური"ოცნება": მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე
  10. რუსთავი 2სამთავრობოე.წ. ინვიტრო განაყოფიერება რჩება ისე, როგორც არის, ბევრი ფაქტორის და მიზეზის გამო, დარჩება ისევე მკაცრი რეგულირების ქვეშ, როგორც არის - ირაკლი კირცხალია
  11. POSTVსამთავრობოირაკლი კირცხალია: „ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება რჩება ისე, როგორც არის, ბევრი ფაქტორის და მიზეზის გამო, დარჩება ისევე მკაცრი რეგულირების ქვეშ, როგორც არის“
  12. ალიაოპოზიციური“ოცნება”: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ძალიან სწორი ინიციატივაა და მისასალმებელია, რადგან არის რიგი ქვეყნები, სადაც აკრძალულია სუროგაცია და ვფიქრობ სასიხარულო იქნება, თუკი ჩვენს ქვეყანაშიც აიკრძალებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები