მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სუს-ის ყოფილ უფროს მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა.

ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა.
შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 20 ნოემბერს გამოსცა.
განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2026 წლის 8 სექტემბრის მთავრობის განკარგულება, რომლითაც მამუკა მდინარაძეს, როგორც მთავრობის ყოფილ წევრს, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრისთვის – მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის განკარგულება“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაკობახიძის განკარგულებით, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება
კობახიძემ მდინარაძეს სექტემბერში დანიშნული სახელმწიფო დაცვა მოუხსნა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…