პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლაშა ფარულავა - სულ უფრო რეალური ხდება, მამუკა მდინარაძე რუსთავის ციხეში ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის გვერდით აღმოჩნდეს

ნაციონალური მოძრაობასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა ამტკიცებს, რომ მამუკა მდინარაძე 73 დღე ფაქტობრივად შიდა პატიმრობაში ჰყავდათ და სულ უფრო რეალური ხდება მისი რუსთავის ციხეში აღმოჩენა.

ლაშა ფარულავა - სულ უფრო რეალური ხდება, მამუკა მდინარაძე რუსთავის ციხეში ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის გვერდით აღმოჩნდეს
ინტერპრესნიუსი

მამუკა მდინარაძეს 73 დღის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა უთვალთვალებდა, ანუ, შიდა პატიმრობაში ჰყავდათ - სულ უფრო რეალური ხდება, მამუკა მდინარაძე რუსთავის ციხეში ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის გვერდით აღმოჩნდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომ ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა.

ლაშა ფარულავას თქმით, „ივანიშვილის სისტემაში ერთგულება დროებითია, ძალაუფლება კი პირობითი, ხოლო პოლიტიკური კარიერა მთავრდება მაშინ, როცა პატრონი ასე გადაწყვეტს“.

„მამუკა მდინარაძეს 8 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე, 73 დღის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა უთვალთვალებდა, ანუ, შიდა პატიმრობაში ჰყავდათ.

როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებაში ბიძინა ივანიშვილი ჩაერია. მისი თვალი და ყური ანზორ ჩუბინიძე იყო, რომელიც მამუსგან უფრო ადრე გაათავისუფლეს, ვიდრე თავად მდინარაძე.

მამუს ხალხის დახსნა დასრულდა: ფინანსური პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე უკვე გაათავისუფლეს.

შესაძლოა, იგივე ბედი გაიზიაროს მდინარაძის მეგობარმა, გენერალურმა პროკურორმა გვარაკიძემაც.

ამ ყველაფრის ფონზე სულ უფრო რეალური ხდება, რომ მამუკა მდინარაძე რუსთავის ციხეში ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის გვერდით აღმოჩნდეს.

პოლიტიკური პარადოქსია: კაცი, რომელიც საკუთარ გუნდში კორუფციას ებრძოდა, შესაძლოა, თავად გახდეს იმ სისტემის პატიმარი, რომელშიც კორუფცია არა გამონაკლისი, არამედ მართვის წესია.

ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ ივანიშვილის სისტემაში ერთგულება დროებითია, ძალაუფლება კი პირობითი, ხოლო პოლიტიკური კარიერა მთავრდება მაშინ, როცა პატრონი ასე გადაწყვეტს”,- წერს ლაშა ფარულავა.

შეგახსენებთ, ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 20 ნოემბრის განკარგულებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძის განკარგულებით, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები