ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა
მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ყოფილ ვიცე-პრემიერს მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა. გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ყოფილ ვიცე-პრემიერსა და სუსის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს, სახელმწიფო დაცვა მოუხსნა. გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.
მდინარაძეს დაცვა 8 სექტემბრის განკარგულებით, საჭიროების შემთხვევაში, 2027 წლის 1 აგვისტომდე ჰქონდა დანიშნული. თუმცა, კობახიძის მიერ 20 ნოემბერს ხელმოწერილი ახალი განკარგულებით, ეს გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა.
მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 27 აგვისტოს განაცხადა, რეგიონული განვითარების მინისტრად დანიშვნიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში. მიზეზად მან პოლიტიკური საქმიანობით გამოწვეული სტრესი და ოჯახისთვის მეტი დროის დათმობის სურვილი დაასახელა.
მაშინ კობახიძემ განაცხადა, რომ მდინარაძის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთანაც განიხილა და გუნდმა მისი გადარწმუნება სცადა, თუმცა უშედეგოდ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…