პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძის განკარგულებით, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება

საქართველოს მთავრობაქართული ოცნებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს მთავრობის ყოფილ წევრ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დანიშვნიდან ორ თვეში მოუხსნეს. გადაწყვეტილების მიზეზები დოკუმენტში მითითებული არ არის.

კობახიძის განკარგულებით, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება
BM.GE

საქართველოს მთავრობის ყოფილ წევრს, გენერალ-მაიორ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დანიშვნიდან ორ თვესა და თითქმის ორ კვირაში მოუხსნეს.

შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი მიმდინარე წლის 20 ნოემბერს მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის №2078 განკარგულება, რომლითაც მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა ჰქონდა დანიშნული.

განკარგულებაში გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული მიზეზები მითითებული არ არის.

შეგახსენებთ, 27 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მანამდე მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს [სუს] ხელმძღვანელობდა, თუმცა აპრილში თანამდებობა მოულოდნელად დატოვა.

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალი საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მამუკა მდინარაძემ ახალი საკონსულტაციო კომპანია დააფუძნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები