პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს 2012 წლამდე და მას შემდეგ ჩადენილი ინტენსიური დანაშაულები არათუ ამნეზიურად "დაავიწყდათ", არამედ ამ ყველაფრის გამართლებაც კი დაიწყეს

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას დანაშაულები არათუ „დაავიწყდა“, არამედ მათი გამართლება დაიწყო, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა აუცილებელი გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები მომავალ კვირას განახლდება. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე 24 ნოემბერს პროცესი ისევ პაექრობის ეტაპით გაგრძელდება. მოსარჩელეებს შეკითხვებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაუსვამენ, რომელთა კითხვების უდიდესი ნაწილი პლენუმმა წინა 2 სხდომაზე უკვე მოხსნა - მიზეზი მათი პოლიტიკური შინაარსი იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააკაშვილის პარტია, პროცესის გაჭიანურებას მიზანმიმართულად ცდილობს, სწორედ ამიტომ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთი გაფრთხილებაც. სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ზაზა ბიბილაშვილი.

მიმდინარე განხილვები მოსარჩელეებს არწმუნებს, რომ ოპოზიციას საკუთარი პოზიციების დასაცავად მტკიცებულებები არ გააჩნია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ოპონენტები სასამართლოს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებენ და წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამართლებას ცდილობენ. გიორგი ვოლსკის თქმით, სწორედ ასეთი დესტრუქციული პოლიტიკური ძალების საქმიანობის აღსაკვეთად გახდა საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა.

"რეალურად, არც 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაული და არც მას მერე ჩადენილი, მუდმივად, ინტენსიური დანაშაულები ამ ადამიანებს არათუ ამნეზიურად "დაავიწყდათ", არამედ გამართლება დაიწყეს იმის, რომ ისეთი სადისტური მართვა საჭირო იყო და დღეს, ვითომდა დემოკრატიის დასაცავად, საჭიროა ის, რომ საქართველოში სისხლი დაიღვაროს და შემდგომ პროცესებში ჩაერთოს, რომელიც ახასიათებს საერთაშორისო დაპირისპირების მიმდინარე პროცესს. აქედან გამომდინარე გახდა აუცილებელი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიგვემართა, რათა საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს პოლიტიკურ ველზე ასეთი დესტრუქციული ძალებისაგან", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: თავდაცვის სფეროს ასე რომ წარმართავდნენ, ეს მოულოდნელობა არ იყო - ისე ლაპარაკობენ, თითქოს დანაშაული საერთოდ არ მომხდარაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები