პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ გასცეს ნებართვა Patriot-ის რაკეტების გადმოცემაზე, რომელთა საფასურიც ჩვენმა პარტნიორებმა PURL-ის ფარგლებში უკვე გადაიხადეს

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს Patriot-ის რაკეტების გადმოცემაზე ნებართვის გაცემისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის 20 რეგიონს კვირის განმავლობაში 2 700 დრონით, 1 460 ბომბითა და 165 რაკეტით შეუტია.

ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ გასცეს ნებართვა Patriot-ის რაკეტების გადმოცემაზე, რომელთა საფასურიც ჩვენმა პარტნიორებმა PURL-ის ფარგლებში უკვე გადაიხადეს
ინტერპრესნიუსი

რუსეთის თავდასხმის სამიზნე მიმდინარე კვირაში უკრაინის 20 რეგიონი გახდა. რუსეთმა მათ წინააღმდეგ დაახლოებით 2 700 დრონი, თითქმის 1 460 საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 165 რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით, მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი ბალისტიკური რაკეტები იყო, მათ შორის ჩრდილოეთ კორეული წარმოების რაკეტებიც, რომელთა სიზუსტის გასაუმჯობესებლად რუსეთი ფხენიანს მუდმივად ეხმარება მათ მოდერნიზებაში.

„ამ ფონზე განსაკუთრებით რთულია იმის გაგება, რატომ ჭიანურდება უკრაინისთვის ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად საჭირო ჩამჭრელი რაკეტების მიწოდება”, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, დღეს დილიდან კიევის ოლქის დიმერის დასახლებაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. რუსული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ევაკუირებულია ცხრა ადამიანი და ხანძარი ლოკალიზებულია. თუმცა, ნანგრევებში შესაძლოა ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები მოყოლილი. 14 ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ასევე, ზაპოროჟიეში, საცხოვრებელ სახლებზე რუსეთის მიერ მართვადი საავიაციო ბომბებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ბავშვი დაშავდა.

„თავდაცვის გაძლიერება გვჭირდება. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ გასცეს ნებართვა Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების გადმოცემაზე, რომელთა საფასურიც ჩვენმა პარტნიორებმა PURL-ის ფარგლებში უკვე გადაიხადეს. ასევე მნიშვნელოვანია PURL-ის პროგრამაში კონტრიბუციების გაგრძელება, რადგან სწორედ ეს პროგრამა წარმოადგენს ანტიბალისტიკური ჩამჭრელი რაკეტების მთავარ წყაროს”, - აცხადებს ზელენსკი.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 115 რაკეტა, 1 900-მდე მართვადი ბომბი და 3 000-ზე მეტი დრონი გამოიყენა - მნიშვნელოვანია, რომ სანქციები იყოს სინქრონიზებული ევროპისა და „დიდი შვიდეულის“ იურისდიქციებშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები