პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძემ მდინარაძეს სექტემბერში დანიშნული სახელმწიფო დაცვა მოუხსნა

საქართველოს პარლამენტისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

მთავრობის 20 ნოემბრის განკარგულებით, ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სექტემბერში დანიშნული სახელმწიფო დაცვა მოუხსნა.

კობახიძემ მდინარაძეს სექტემბერში დანიშნული სახელმწიფო დაცვა მოუხსნა
რადიო თავისუფლება

მდინარაძეს დაცვა მთავრობის 8 სექტემბრის განკარგულებით დაენიშნა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ის უნდა დაეცვა „შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2027 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“.

20 ნოემბერს ხელმოწერილი ახალი განკარგულებით ძველი დოკუმენტი ძალადაკარგულად გამოცხადდა.

მდინარაძის გადადგომა

მამუკა მდინარაძემ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას და „პრინციპში, პოლიტიკასაც“ ტოვებდა. მინისტრად დანიშვნიდან თვეზე ნაკლები იყო გასული. მდინარაძემ თქვა, რომ პოლიტიკაში გატარებული ათი წლის შემდეგ დასვენება და ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა სურდა. საქმიანობის გაგრძელებას ის კერძო სექტორში აპირებდა.

რას ამბობდა კობახიძე მდინარაძის გადადგომაზე

იმავე დღეს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მდინარაძის გადადგომის საკითხი ბიძინა ივანიშვილთანაც განიხილა. კობახიძის თქმით, გუნდში გაგებით მოეკიდნენ მდინარაძის არგუმენტს პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური სტრესის შესახებ.

„ეს იყო მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ვცადეთ, ის დაგვერწმუნებინა საპირისპირო გადაწყვეტილებაში, თუმცა, მას მყარი პოზიცია ჰქონდა ჩამოყალიბებული“, – თქვა კობახიძემ.

სუსის უფროსიდან რეგიონული განვითარების მინისტრამდე

გადადგომამდე ერთ წელზე ნაკლებ დროში მდინარაძემ რამდენიმე თანამდებობა გამოიცვალა. 2025 წლის სექტემბერში პარლამენტმა ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად აირჩია. 2026 წლის აპრილში მდინარაძე მთავრობაში გადავიდა და ვიცე-პრემიერისა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობები დაიკავა. ივლისის ბოლოს ის რეგიონული განვითარების მინისტრად დანიშნეს.

„მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“

12 ოქტომბერს მდინარაძემ შპს „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თავად მდინარაძეა, დირექტორი კი ნინო ჭანტურიაა. კომპანიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მდინარაძეს განმარტება არ გაუკეთებია.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძის განკარგულებით, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები