პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დანია EU-ს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

დანია ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის შეზღუდვის, ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებისა და არაბიომეტრიული პასპორტების აღიარების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

დანია EU-ს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდებს
ფორმულა

Reuters-ის ინფორმაციით, დანიამ ევროპელ დიპლომატებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსეთისთვის კონკრეტული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

დანია ითხოვს, რომ ევროკავშირმა შენგენის ზონაში შესვლაზე რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესოს.

ასევე, დანია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებასა და რუსული არაბიომეტრიული პასპორტების აღიარების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

დანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 20 ნოემბერს დანიის პოლიციამ გამოაცხადა, რომ რუსეთის დაზვერვის დაკვეთით დაგეგმილი უკრაინელი რეპერის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიReuters - დანია ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდებს
  2. იმედინიუსისამთავრობოდანიამ ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტისკენ მოუწოდა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს რუსეთის ყველა მოქალაქისთვის საზღვრების ჩაკეტვას სთხოვს - „ასეთი რაოდენობის ადამიანების შემოწმება შეუძლებელია“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები