პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დანიამ რუსეთის სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეზღუდავს

დანიამ რუსეთის სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეზღუდავს, რაც უკრაინელი რეპერის Kyivstoner-ის მკვლელობის მცდელობის ბრალდებას მოჰყვა.

დანიამ რუსეთის სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეზღუდავს
ინტერპრესნიუსი

დანიამ რუსეთის სამხედრო ატაშე ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა გამოაცხადა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს და ქვეყნიდან სამხედრო ატაშის გაძევების შესახებ აცნობეს.

რუსეთის სამხედრო ატაშემ დანია შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვოს.

ასევე, ლოკეს თქმით, დანია რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას შეზღუდავს.

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის სამხედრო ატაშის გაძევების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ადგილობრივმა სასამართლომ დანიაში მცხოვრებ ორ მამაკაცს უკრაინელი რეპერის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენა.

საბრალდებო აქტის თანახმად, დაკავებულები რუსეთის დაზვერვის დაკვეთით, უკრაინელი რეპერის Kyivstoner-ის მკვლელობას გეგმავდნენ, რომლის კონცერტიც დანიაში სექტემბერში უნდა გამართულიყო. დანიის პოლიციამ ეჭვმიტანილები დაგეგმილ კონცერტამდე დააკავა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიდანია უფლებამოსილებას ართმევს და ქვეყნიდან აძევებს რუსეთის სამხედრო ატაშეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დანია უფლებამოსილებას ართმევს და ქვეყნიდან აძევებს რუსეთის სამხედრო ატაშესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები