დანიამ ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტისკენ მოუწოდა
დანია ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ტურისტული ვიზების გაცემის სრულად შეწყვეტისა და სამხედროებზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირი ხვალ დანიის წინადადებას განიხილავს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითვალისწინებს. კოპენჰაგენი რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის სრულად შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. Reuters-ის ინფორმაციით, დანიის მთავრობამ შესაბამისი დოკუმენტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკვე დაუგზავნა.
დანია ასევე მოითხოვს რუსეთის მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. ინიციატივის მიზეზი გახდა დანიის დაზვერვის სამსახურის განცხადება, რომლის თანახმადაც, სამართალდამცველებმა უკრაინისა და ამერიკის მოქალაქე, რეპერ კივსტონერზე თავდასხმა აღკვეთეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…