ჯარიმა შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის - სომხეთის მთავრობის განმარტებით, კანონპროექტის მიზანი ადამიანის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა
სომხეთის მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომლითაც შეურაცხყოფასა და ცილისწამებაზე ჯარიმები 2 800-დან 16 600 დოლარამდე იზრდება, რასაც ადგილობრივი მედიაორგანიზაციები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ.
ახალი ინიციატივა სომხეთის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. სამოქალაქო კოდექსში დაანონსებული ცვლილებებით, შეურაცხყოფის და ცილისწამებისთვის დაზარალებული მხარისთვის კომპენსაციის ქვედა და ზედა ზღვარი განისაზღვრება - ერთი და ორი მილიონი დრამი. ცვლილებები მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. დამტკიცების შემთხვევაში, კანონდარღვევისთვის მოქალაქეებს 2 800-დან 16 600 დოლარის ოდენობის ფინანსური სანქციები დაუწესდებათ.
სომხეთის მთავრობის განმარტებით, კანონპროექტის მიზანი ადამიანის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობა მიყენებული მორალური ზიანის ადეკვატური ანაზღაურების გარანტიას ვერ უზრუნველყოფს.
ცვლილებებს აკრიტიკებენ სომხეთში მოქმედი მედიაორგანიზაციები და მთავრობას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.ამბობენ რომ კომპენსაციის გაზრდა ჟურნალისტებს და მედიასაშუალებებს ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის და ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობას გააუარესებს.
ცნობილია, რომ სომხეთის მთავრობის მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები შეეხება არა მხოლოდ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, არამედ ფეისბუქსა და სხვა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებსაც.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიასომხეთის პარლამენტი საჯარო შეურაცხყოფისთვის ჯარიმის ქვედა ზღვარს 7 000 ლარამდე, ხოლო ცილისწამებისთვის 14 ათას ლარამდე აწესებს
სომხეთის პარლამენტი საჯარო შეურაცხყოფისთვის ჯარიმის ქვედა ზღვარს 7 000 ლარამდე, ხოლო ცილისწამებისთვის 14 ათას ლარამდე აწესებს
სომხეთში საჯარო შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის ჯარიმა მკაცრდება
სომხეთის პრემიერი: ოპოზიციასთან ისე ვურთიერთობთ, როგორც ისინი გვექცევიან - არ ვაპირებთ, ოპოზიციას მივცეთ ყველაფრის თქმის უფლება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…