პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სომხეთის პრემიერი: ოპოზიციასთან ისე ვურთიერთობთ, როგორც ისინი გვექცევიან - არ ვაპირებთ, ოპოზიციას მივცეთ ყველაფრის თქმის უფლება

სომხეთში საჯარო შეურაცხყოფასა და ცილისწამებაზე ჯარიმები მკაცრდება, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კი აცხადებს, რომ მთავრობა ოპოზიციას ყველაფრის თქმის უფლებას არ მისცემს.

სომხეთის პრემიერი: ოპოზიციასთან ისე ვურთიერთობთ, როგორც ისინი გვექცევიან - არ ვაპირებთ, ოპოზიციას მივცეთ ყველაფრის თქმის უფლება
რუსთავი 2

სომხეთში საჯარო შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის ჯარიმა მკაცრდება. მთავრობამ პარლამენტს კანონპროექტი უკვე წარუდგინა. ცვლილებების მიხედვით, დამრღვევებს ადამიანის ღირსებისა და პატივის შემლახველი შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის მინიმალური კომპენსაცია მილიონი დრამი, ცილისწამებისთვის კი 2 მილიონი დრამი დაეკისრებათ, რაც დაახლოებით 7 ათასიდან 14 ათას ლარამდეა.

კანონპროექტი შეეხება შემთხვევებს, როდესაც პირის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება ან ცრუ ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდება, რომელიც მის რეპუტაციას დააზიანებს. სომხეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი მოქალაქეთა პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის დაცვის უზრუნველყოფაა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა არ აპირებს, ოპოზიციას ყველაფრის თქმის უფლება მისცეს. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები ჩატარდება და საკითხები სამართლებრივად განიხილება.

"ჩვენ ოპოზიციასთან ისე ვურთიერთობთ, როგორც ისინი გვექცევიან. პასუხი მარტივია: არ ვაპირებთ, ოპოზიციას მივცეთ ყველაფრის თქმის უფლება, როცა და როგორც მოესურვებათ. სამართლებრივი პროცესიც მიმდინარეობს. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებიც ჩატარდება და საკითხები სამართლებრივად განიხილება. არ ვაპირებ, შევეგუო ამ თავხედ ადამიანებს, რომლებიც გამოდიან და კორუფციაზე საუბრობენ. თქვენ თავად ხართ კორუფცია", - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოსომხეთის პარლამენტი საჯარო შეურაცხყოფისთვის ჯარიმის ქვედა ზღვარს 7 000 ლარამდე, ხოლო ცილისწამებისთვის 14 ათას ლარამდე აწესებს
  2. POSTVსამთავრობოსომხეთის პარლამენტი საჯარო შეურაცხყოფისთვის ჯარიმის ქვედა ზღვარს 7 000 ლარამდე, ხოლო ცილისწამებისთვის 14 ათას ლარამდე აწესებს
  3. რუსთავი 2სამთავრობოსომხეთში საჯარო შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის ჯარიმა მკაცრდება
  4. რუსთავი 2სამთავრობოჯარიმა შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის - სომხეთის მთავრობის განმარტებით, კანონპროექტის მიზანი ადამიანის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლ ფაშინიანი - ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, არა მხოლოდ ხელს მოვაწერთ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას და მოვახდენთ მის რატიფიცირებას, არამედ მივაღწევთ შეუქცევად მშვიდობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები