პოლიტიკა · 20 ნოემბერი, 14:46
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ირაკლი კობახიძემ და გივი მიქანაძემ სამარცხვინო წარმომადგენლებმა, გააკეთეს განცხადება...
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი განათლების მინისტრთან შეხვედრას და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვენ.
სტუდენტების თქმით, დაგეგმილი ცვლილებების შედეგად ილიაუნის ფაკულტეტების უმრავლესობა იხურება, რაც ბევრ ახალგაზრდას სასურველი განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშე დატოვებს.
აქციის მონაწილეები სამინისტროსგან გადაწყვეტილების გადახედვასა და სტუდენტების პოზიციის გათვალისწინებას მოითხოვენ.
მასალის შესახებპირველწყარო: Facebook ↗
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…