ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი - არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზე

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციას მმართველი გუნდის მტკიცებულებების წინააღმდეგ სამართლებრივი სათქმელი არ აქვს, მაშინ როცა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი - არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზე
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი - არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზერუსთავი 2

5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს ისევ განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები მთელი კვირის განმავლობაშია დაგეგმილი. დღევანდელი პროცესი კვლავ ოპოზიციის ახსნა განმარტებებით გაგრძელდება - სიტყვით ისარგებლებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, მათ შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნას, სხვა ოპოზიციური ძალები დაიკავებენ.

გუშინდელი სხდომა ჟურნალისტებთან შეაფასა მოსარჩელე მხარემ. არჩილ გორდულაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ პროცესზე გაკეთებული განცხადებების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მმართველი გუნდის პოზიცია არგუმენტირებულია.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე. ამტკიცებდა იმას, რაც, მაგალითად, საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი და მათ შორის, ამტკიცებდა იმასაც, რომ 2004 - 2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატის ზეიმი, ეკონომიკური აღმავლობის ხანა, რომ არ არსებობდა წამება და არაადამიანური მოპყრობები. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ ვართ არაკონსტიტუციური ძალა. ჩვენ კიდევ ვამტკიცებთ, რომ ისინი ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი. ჩვენი მტკიცებების, ჩვენი მტკიცებულებების წინააღმდეგ, მათ არავითარი სამართლებრივი სათქმელი არ აქვთ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე. ამტკიცებდა იმას, რაც, მაგალითად, საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი და მათ შორის, ამტკიცებდა იმასაც, რომ 2004 - 2012 წლებში საქართველოში იყო დემოკრატის ზეიმი, ეკონომიკური აღმავლობის ხანა, რომ არ არსებობდა წამება და არაადამიანური მოპყრობები. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ ვართ არაკონსტიტუციური ძალა. ჩვენ კიდევ ვამტკიცებთ, რომ ისინი ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი. ჩვენი მტკიცებების, ჩვენი მტკიცებულებების წინააღმდეგ, მათ არავითარი სამართლებრივი სათქმელი არ აქვთ“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძის შესავალი სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები