პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ სოხაძე კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა

მუნიციპალური განვითარების ფონდი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე კახეთში წყალმომარაგების, სკოლების, სპორტულ და გამწვანების პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

რევაზ სოხაძე კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
იმედინიუსი

კახეთში დავათვალიერეთ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ლაგოდეხში მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ქალაქის გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ფშაველში, სადაც სკოლის პრობლემა წლების განმავლობაში მწვავედ იდგა, დაწყებულია სკოლის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოების პროექტის შემუშავება და უახლოეს პერიოდში აქტიური სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება. მოსახლეობას ასევე გავაცანით გადაწყვეტილება ექვს სოფელში წყალმომარაგების პროექტის განხორციელების შესახებ, მათ შორის ფშაველში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები, მათი პრობლემების მოსმენა და თითოეულ საკითხზე სათანადო რეაგირება, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.

რეგიონის ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის მიზნით რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კახეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დაათვალიერა, შესრულებული სამუშაოების შედეგებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

საგარეჯოში მინისტრმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახლად აშენებულ სერვისცენტრში კახეთის რეგიონში მიმდინარე და დასრულებული წყალმომარაგების პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ქალაქში წყალმომარაგების სისტემის განახლება ახალი ჭაბურღილების, სატუმბი სადგურის, რეზერვუარისა და დაახლოებით 28 კმ ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

გურჯაანში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა, განახლებული სისტემა უკვე ექსპლუატაციაშია. პროექტის დასრულების შედეგად 10 300-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ასევე დასრულებულია კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში წყალმომარაგების სისტემების განახლება და 3 400-მდე მცხოვრები უწყვეტი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი. თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში — ფშაველში, ლალისყურსა და ლეჩურში — წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია იგეგმება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოების შესყიდვა.

სოფელ ფშაველში რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა. ექსპერტიზის დასკვნით, სკოლის შენობა მიწისძვრისგან უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს და მას ვარგისიანობის IV კატეგორია მიენიჭა. მუნიციპალური განვითარების ფონდი 350 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტს თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად მოამზადებს.

მინისტრი ასევე საგარეჯოსა და თელავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობას გაეცნო. პროექტები ხელოვნურსაფარიანი მოედნის, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის, განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური განვითარების ფონდი 50-ზე მეტ საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრსა და ხელოვნურსაფარიან სტადიონს აშენებს.

კახეთში გრძელდება გამწვანების პროგრამა „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“. პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხში, აფენში, ანაგასა და წნორში ჯამში 1 802 ხე-მცენარე დაირგვება. მათ შორის ლაგოდეხში 616 ნერგი, აფენის სკვერში — 508, ძველი ანაგის სკოლის ტერიტორიაზე — 130, ხოლო წნორის ცენტრალურ პარკში — 548.

გამწვანების სამუშაოებში მინისტრმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. პროგრამის მიზანია რეგიონებში მწვანე სივრცეების განვითარება და მოსახლეობისთვის ჯანსაღი, კომფორტული გარემოს შექმნა.

რევაზ სოხაძე რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს, ადგილობრივი საჭიროებების გაცნობასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობორევაზ სოხაძე კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახეთში გამწვანების პროგრამის ფარგლებში 1 802 ხე-მცენარე დაირგვებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები