ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, დეკემბერში რუსეთში ვიზიტს გეგმავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, დეკემბერში მოლაპარაკებებისთვის რუსეთში სამჯერ ჩასვლას გეგმავს და იმედოვნებს, რომ მოსკოვთან მეგობრული ატმოსფეროს შენარჩუნება მოხერხდება.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, დეკემბერში რუსეთში ვიზიტს გეგმავს.
„დეკემბერში რუსეთში სამჯერ ჩავალ. 3, 11 და 22 დეკემბერს რუსეთს მოლაპარაკებებისთვის ვეწვევი. ვიმედოვნებ, რუსეთთან ურთიერთობაში მეგობრული ატმოსფეროს შენარჩუნებას შევძლებთ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარება მიზნად რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებას არ ისახავს.
„ჩვენი მიზანი რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება არ არის. რუსეთისთვის პრობლემების შექმნა არ გვსურს. ვიმედოვნებ, რომ ეს რუსეთის განზრახვაც არ არის“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…