პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ლეფსვერიძე: ბინაში 99% რომ იყოს ჟანგბადი და 1% CO რომ შეერიოს, 2-დან 5 წუთში იწვევს ადამიანის გარდაცვალებას. CO არასრული წვის პროდუქტია, არასრული წვა კი იმიტომ ხდება, რომ მოქალაქე ყიდულობს ღია წვის კამერიან მკვლელ დანადგარს და ამონტაჟებინებს ადამიანს, რომელსაც შესაბამისი ცოდნა არ აქვს

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, არასრული წლის განმავლობაში 13 000 დარღვევა გამოვლინდა, რაც ძირითადად ღია წვის კამერიან დანადგარებს უკავშირდება. იგი აბონენტებს მოუწოდებს, შემოწმებისას სპეციალისტები ბინებში შეუშვან.

გიორგი ლეფსვერიძე: ბინაში 99% რომ იყოს ჟანგბადი და 1% CO რომ შეერიოს, 2-დან 5 წუთში იწვევს ადამიანის გარდაცვალებას. CO არასრული წვის პროდუქტია, არასრული წვა კი იმიტომ ხდება, რომ მოქალაქე ყიდულობს ღია წვის კამერიან მკვლელ დანადგარს და ამონტაჟებინებს ადამიანს, რომელსაც შესაბამისი ცოდნა არ აქვს
იმედინიუსი

არასრული წლის განმავლობაში 13000 დარღვევა გამოვლინდა. უმეტესი შემთხვევები ეს არის ღია წვის კამერიანი დანადგარები, - განაცხადა „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ.

მისივე თქმით, წელიწადში ერთხელ „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები ყველა ბინას ამოწმებენ, თუმცა ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები კარს არ აღებენ. მან მოუწოდა აბონენტებს, რომ კომპანიის წარმომადგენლები სახლში აუცილებლად შეუშვან.

„99% რომ იყოს ბინაში ჟანგბადი და 1% CO (რომელიც უსუნო და უფეროა) რომ შეერიოს, 2-დან 5 წუთში იწვევს ნებისმიერი ასაკის და ჯანმრთელობის ადამიანის გარდაცვალებას. CO არასრული წვის პროდუქტია, არასრული წვა კი იმიტომ ხდება, რომ მოქალაქე ყიდულობს ღია წვის კამერიან მკვლელ დანადგარს, ამონტაჟებინებს ადამიანს, რომელსაც უმეტეს შემთხვევებში, შესაბამისი ცოდნა არ აქვს. ეს არის ღია წვის კამერიანი ე.წ. კალონკა.

ჩვენი ვალდებულებაა, რომ წელიწადში ერთხელ ყველა ბინაში შევიდეთ და შევამოწმოთ. კიდევ ერთხელ მოუწოდებ ჩვენს აბონენტებს, პირველ რიგში შეგვიშვან ბინებში, შემდეგ როცა შეგვიშვებენ და აღნიშნულ დანადგარს გაზმომარაგების ქსელიდან ჩავჭრით, თვითნებურად აღარ მიაერთონ“, - აღნიშნა მან.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
15 324 დარღვევა 10 თვეში - თბილისის უბნები, სადაც გაზის უსაფრთხოების წესებს ყველაზე ხშირად არღვევენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები