„თბილისი ენერჯი“ – 9 თვეში თბილისის მასშტაბით, შემოწმდა 252 558 აბონენტი, საიდანაც გაზის უსაფრთხოების წესები დარღვეული ჰქონდა 13 553 აბონენტს - CO-თი მოიწამლა 32 ადამიანი, ხოლო CO-თი ინტოქსიკაციითა და აფეთქებით გარდაიცვალა ორი მოქალაქე
„თბილისი ენერჯის“ ცნობით, 9 თვეში შემოწმებული 252 558 აბონენტიდან გაზის უსაფრთხოების წესები 13 553-ს ჰქონდა დარღვეული. გაზის არასწორად მოხმარების შედეგად CO-თი 32 ადამიანი მოიწამლა, ხოლო ორი მოქალაქე ინტოქსიკაციითა და აფეთქებით გარდაიცვალა.

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისის მასშტაბით, შემოწმდა 252 558 აბონენტი, საიდანაც გაზის უსაფრთხოების წესები დარღვეული ჰქონდა 13 553 აბონენტს.
კერძოდ: ჩუღურეთ - ნაძალადევში გამოვლინდა დარღვევის 2902 შემთხვევა, სამგორი - ვარკეთილში 2520, გლდანი - სანზონაში 1940 შემთხვევა, ისანი - ვაზისუბანში 1701, მთაწმინდა - კრწანისში 1411, საბურთალო ნუცუბიძეზე - 1190, დიდუბე - დიღომში 1030, ხოლო ვაკე - წყნეთში - 859 შემთხვევა.
ამასთან, როგორც „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისში გაზის არასწორად მოხმარების შედეგად, CO-თი მოიწამლა 32 ადამიანი, ხოლო CO-თი ინტოქსიკაციითა და აფეთქებით გარდაიცვალა ორი მოქალაქე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.