პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია - უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დარჩენილი კლასტერების გახსნაზე ვეტოს მოხსნის

„ევრონიუსის“ ცნობით, უნგრეთი ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დარჩენილი ორი კლასტერის გახსნაზე ვეტოს მოხსნის.

მედია - უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დარჩენილი კლასტერების გახსნაზე ვეტოს მოხსნის
ინტერპრესნიუსი

უნგრეთი დღეს, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო ორი კლასტერის გახსნასთან დაკავშირებით ვეტოს მოხსნის, - ინფორმაციას “ევრონიუსი” ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბუდაპეშტი დიდი ხნის განმავლობაში აფერხებდა უკრაინის გაწევრიანების პროცესს და ბლოკავდა მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას. მისმა ვეტომ ასევე შეაჩერა მოლდოვას გაწევრიანების განაცხადი.

უნგრეთის პოზიციის ცვლილება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში ვიქტორ ორბანის მთავრობა პიტერ მადიარის მთავრობამ ჩაანაცვლა. ივნისში მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნა, ივლისში - მეორე, ხოლო ოქტომბერში - კიდევ ორი.

გასულ თვეში კიევი და ბუდაპეშტი დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრული უმცირესობის უფლებების საკითხზე შეთანხმდნენ. ეს შეთანხმება მოგვიანებით უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა.

ამის შემდეგ უნგრეთის მთავრობა მზად იყო, პროცესი წინ წაეწია, თუმცა ბოლო ორი კლასტერის გახსნა კიდევ რამდენიმე კვირით გადადო. “ევრონიუსი” წერს, რომ ორბანის მმართველობის წლებში უკრაინის საწინააღმდეგო რიტორიკის მრავალწლიანმა კამპანიამ ეს ნაბიჯი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურად რთული გახადა.

მას შემდეგ, რაც დღეს უნგრეთი ვეტოს მოხსნას დაადასტურებს, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ყველა კლასტერი გაიხსნება, მათ შორის ისეთი მგრძნობიარე თავებიც, რომლებიც გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობას ეხება.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინული მედია: ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, უნგრეთმა კვლავ უარი განაცხადა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მე-4 და მე-5 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები