უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის უმცროსი ძმა დააკავეს
უნგრეთში ტრეფიკინგის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის უმცროსი ძმა არონი დააკავეს. ორბანი აცხადებს, რომ მთავრობის რეალური სამიზნე თავადაა და ეს ოპონენტების ჩამოშორების მცდელობაა.

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის უმცროსი ძმა არონი დააკავეს. მედიის ცნობით, ის ტრეფიკინგის საქმეზეა დაკავებული.
ძმის დაკავებას ვიქტორ ორბანიც ადასტურებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალი მთავრობის მთავარი სამიზნე თვითონაა, ძმის დაკავება კი ყურადღების გადასატანი მანევრია.
ორბანის განმარტებით, უნგრეთის ახალი მთავრობა ოპონენტების ჩამოცილებას და ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებას ცდილობს.
"ყოველთვის, როცა მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ის კომუნისტური ეპოქის მეთოდებს მიმართავს. ამ ბინძური პოლიტიკური თამაშის მიზანი ოპონენტების ჩამოშორება და ერთპარტიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა. ნამდვილი სამიზნე მე ვარ. ჩემს უმცროს ძმას კი მხოლოდ იყენებენ, რათა ჩემამდე მოაღწიონ", - წერს ორბანი.
ციტატები სტატიიდან
„ყოველთვის, როცა მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ის კომუნისტური ეპოქის მეთოდებს მიმართავს. ამ ბინძური პოლიტიკური თამაშის მიზანი ოპონენტების ჩამოშორება და ერთპარტიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა. ნამდვილი სამიზნე მე ვარ. ჩემს უმცროს ძმას კი მხოლოდ იყენებენ, რათა ჩემამდე მოაღწიონ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…