პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინული მედია: ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, უნგრეთმა კვლავ უარი განაცხადა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მე-4 და მე-5 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე უნგრეთმა კვლავ დაბლოკა უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-4 და მე-5 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცება.

უკრაინული მედია: ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, უნგრეთმა კვლავ უარი განაცხადა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მე-4 და მე-5 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე
იმედინიუსი

სამშაბათს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის (COELA) სხდომაზე, უნგრეთმა კვლავ უარი განაცხადა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მე-4 და მე-5 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უნგრეთი უკრაინისთვის მე-4 და მე-5 კლასტერების გახსნაზე თანხმობაზე უარს კვლავინდებურად აცხადებს. „არანაირი ცვლილება არ არის“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა სხდომაზე უნგრეთის პოზიციის შეფასებისას.

გარდა ამისა, არ დამტკიცებულა მე-4 და მე-5 კლასტერების სკრინინგის შედეგები მოლდოვასთვისაც.

მე-4 კლასტერი, რომელიც „მწვანე დღის წესრიგსა და მდგრად ურთიერთკავშირს“ ეხება, და მე-5 კლასტერი - „რესურსები, სოფლის მეურნეობა და შეკავების პოლიტიკა“ - უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში ბოლო ორ გაუხსნელ კლასტერთა შორისაა.

იმავდროულად, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ვსევოლოდ ჩენცოვმა 4 ნოემბერს განმარტა, უნგრეთი ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით ახალ მოთხოვნებს ამ დროისთვის არ აყენებს. მისი თქმით, ბუდაპეშტი შეფერხებას შესაბამისი მოლაპარაკებების თავების დოკუმენტების დამატებითი შესწავლის აუცილებლობით ხსნის.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არანაირი ცვლილება არ არის“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპი ახსნა-განმარტების გარეშე დაბლოკაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები