პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები და არსებობს მისი დამხობის მცდელობა, ეს თავისთავად კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას გვაძლევს

საკონსტიტუციო სასამართლო

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები და დამხობის მცდელობა თავისთავად კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას იძლევა.

თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები და არსებობს მისი დამხობის მცდელობა, ეს თავისთავად კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას გვაძლევს
იმედინიუსი

როდესაც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები და არსებობს მისი დამხობის მცდელობა, ეს თავისთავად კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას გვაძლევს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი გულისხმობს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ ხელოვნური საბაბებით ძალადობრივი მოქმედებების დაწყება დაუშვებელია.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ხელისუფლების მიტაცება.

„როდესაც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები და არსებობს მისი დამხობის მცდელობა, ეს თავისთავად კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას გვაძლევს.

რატომ? ხელისუფლების ხალხისგან წარმომავლობის პრინციპი, რაც სახალხო სუვერენიტეტის კონსტიტუციური პრინციპია, გულისხმობს იმას, რომ როდესაც ხალხმა არჩევანი გააკეთა და ლეგიტიმაცია კონკრეტულ ძალას გადასცა, უსაფუძვლო, ხელოვნური საბაბებით დაუშვებელია ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი მოქმედებების დაწყება.

საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლის მესამე პუნქტიდან გამომდინარე, ხელისუფლების მიტაცება დაუშვებელია. ეს რეალურად სწორედ ამ ხასიათს იძენს, როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლო და ხელოვნური საბაბებით ძალადობრივად ილაშქრებენ სახელისუფლებლო ინსტიტუტებზე და ცდილობენ მათ დამხობას.

საქმე გვაქვს შესაბამისი კონსტიტუციური ინსტიტუტების ხელში ჩაგდების, ბლოკირებისა და სხვადასხვა ტიპის ქმედებების მცდელობასთან, რომელთა არაერთი მაგალითიც ჩვენმა საზოგადოებამ შესაბამის წლებში იხილა და რომლებიც აქ უკვე ჩამოთვლილი იყო“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი: როდესაც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები და არსებობს მისი დამხობის მცდელობა, ეს თავისთავად კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას გვაძლევს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: მოპასუხე რეალურად ვერ აცნობიერებს, ან ძალიან მიზანმიმართულად აკნინებს კონსტიტუციური პრინციპების მნიშვნელობას. მათთვის ჩალის ფასი აქვს სახელმწიფო სუვერენიტეტს და კონსტიტუციურ წესრიგსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები