თორნიკე ჭეიშვილი: მოპასუხე რეალურად ვერ აცნობიერებს, ან ძალიან მიზანმიმართულად აკნინებს კონსტიტუციური პრინციპების მნიშვნელობას. მათთვის ჩალის ფასი აქვს სახელმწიფო სუვერენიტეტს და კონსტიტუციურ წესრიგს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის სახელმწიფო სუვერენიტეტსა და კონსტიტუციურ წესრიგს ჩალის ფასი აქვს.

მოპასუხე რეალურად ვერ აცნობიერებს, ან ძალიან მიზანმიმართულად აკნინებს კონსტიტუციური პრინციპების მნიშვნელობას, - განაცხადა საპარლამენტოს უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას.
მისივე თქმით, ოპოზიციისთვის ჩალის ფასი აქვს სახელმწიფო სუვერენიტეტს და კონსტიტუციურ წესრიგს.
„სწორედ ამ ქვენაგრძნობიდან გამომდინარე იყო ნაკარნახევი მათ მიერ წარსულში გადადგმული ნაბიჯები. ის დამოკიდებულება, რომელსაც ისინი ახლაც ავლენენ მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესის კვალდაკვალ, წარმოაჩენს იმას, რომ ეს არა მხოლოდ წარსულში ნამოქმედარია, არამედ ახლაც ამავე განწყობით არიან მზად იმისთვის, რომ კვლავ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სხვადასხვა მიზანმიმართული ქმედებები განახორციელონ“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…