თორნიკე ჭეიშვილი: „სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ბრალდებებს ოპოზიციამ ვერ დაუპირისპირა ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი. ეს იძლევა განცდას, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ, პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ მიმდინარე მსჯელობა, რაც არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების სტანდარტს“
თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ სარჩელში წარმოდგენილ ბრალდებებს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ დაუპირისპირა და მსჯელობის პოლიტიკურ რეგისტრში გადაყვანას ცდილობს.

„ღიმილისმომგვრელია მსგავსი ტიპის განცხადებები და ეს პირდაპირ დემაგოგიაა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით, თითქოს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი დემოკრატიის უკუსვლისკენ არის მიმართული.
„ჩვენ რომ არ გავცეთ პასუხი, მათ განცხადებებს უშუალოდ საქართველოს კონსტიტუცია სცემს პასუხს, რამეთუ ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მისი აკრძალვის მექანიზმს იმ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგო მოქმედებებთან შესაბამისი პარტიათა ჯგუფის მხრიდან. ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ ეს არის იმგვარი შეზღუდვა, რაც არ შეიძლება არსებობდეს დემოკრატიულ წესწყობილებაში, რა თქმა უნდა, არის ერთმნიშვნელოვნად არასერიოზული და წარმოაჩენს იმ მიდგომას, როდესაც ისინი ცდილობენ, ამგვარი ტიპის იაფფასიანი მანევრებით და დემაგოგიით, როგორღაც, თავი დაიძვრინონ კონსტიტუციური მართლმსაჯულებისგან.
აქამდე გამართულმა სასამართლო სხდომებმა დაგვანახა, რომ ჩვენს სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ფაქტებსა და ბრალდებებს მათ ვერ დაუპირისპირეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი; შესაბამისად, ეს იძლევა გარკვეულ განცდას და პროგნოზს გვაკეთებინებს იმასთან მიმართებით, რომ მათ, უბრალოდ, ამგვარი სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ, პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ, თუნდაც, სასამართლო სხდომის დარბაზში მიმდინარე მსჯელობა, რაც, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების სტანდარტს“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ღიმილისმომგვრელია მსგავსი ტიპის განცხადებები და ეს პირდაპირ დემაგოგიაა“
„ჩვენ რომ არ გავცეთ პასუხი, მათ განცხადებებს უშუალოდ საქართველოს კონსტიტუცია სცემს პასუხს, რამეთუ ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მისი აკრძალვის მექანიზმს იმ შემთხვევაში, როცა საქმე გვაქვს კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგო მოქმედებებთან შესაბამისი პარტიათა ჯგუფის მხრიდან. ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ ეს არის იმგვარი შეზღუდვა, რაც არ შეიძლება არსებობდეს დემოკრატიულ წესწყობილებაში, რა თქმა უნდა, არის ერთმნიშვნელოვნად არასერიოზული და წარმოაჩენს იმ მიდგომას, როდესაც ისინი ცდილობენ, ამგვარი ტიპის იაფფასიანი მანევრებით და დემაგოგიით, როგორღაც, თავი დაიძვრინონ კონსტიტუციური მართლმსაჯულებისგან. აქამდე გამართულმა სასამართლო სხდომებმა დაგვანახა, რომ ჩვენს სარჩელში წარმოდგენილ კონკრეტულ ფაქტებსა და ბრალდებებს მათ ვერ დაუპირისპირეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი; შესაბამისად, ეს იძლევა გარკვეულ განცდას და პროგნოზს გვაკეთებინებს იმასთან მიმართებით, რომ მათ, უბრალოდ, ამგვარი სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ და სწორედ ამის გამო ცდილობენ, პოლიტიკურ რეგისტრში გადაიყვანონ, თუნდაც, სასამართლო სხდომის დარბაზში მიმდინარე მსჯელობა, რაც, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეფერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების სტანდარტს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…