ირაკლი კობახიძე - მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს, მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა - მადლობა შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, მაშველებს, შს მინისტრს, მერიის სამსახურს, მაქსიმუმი გააკეთეს!
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და კლინიკაში დაშავებული ბავშვები მოინახულა. მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა.

გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადა, სადაც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა.
პრემიერის თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც ამ კლინიკაში მკურნალობენ. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათზე ზრუნავენ ექიმები. მადლობა მათ. ბავშვებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მადლობა ყველას, ვინც სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მეხანძრე-მაშველებს, შს მინისტრს, მერიის სამსახურს. მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა მათ“, - აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაკობახიძემ ტრაგედიის შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა - პირველი კომენტარი
მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს, ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე: “მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა. მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც კლინიკაში გადიან მკურნალობას. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მადლობას ვუხდი ექიმებს”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…