პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე: „აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. რაც შეეხება 31 წლის მამაკაცს, ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ“

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ხოლო დამწვრობის ცენტრში მყოფი 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმე რჩება.

მიხეილ სარჯველაძე: „აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. რაც შეეხება 31 წლის მამაკაცს, ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ“
POSTV

„პირველ რიგში, მინდა, თანავუგრძნო გარდაცვლილების ოჯახებს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს. შემწსრე ვართ უზარმაზარი ტრაგედიის. რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას, ნორმალური და დამაკმაყოფილებელია. კვლავ მიმდინარეობს დაკვირვება, უტარდებათ ყველა საჭირო პროცედურა, უკლებლივ ყველაფერი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არავითარი გართულება აღარ გამოვლინდება. შესაბამისად, ახლო მომავალში ისინი ჯანმრთელები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დამწვრობის ცენტრში მყოფი 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილია, თუმცა ახლა მხოლოდ ამ ყველაფრის გაკეთებაზე შეიძლება, არ იყოს დამოკიდებული სიცოცხლის გადარჩენა. ვაკვირდებით, უტარდება ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სარჯველაძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მძიმეა 31 წლის კაციწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები